Sunday, May 24, 2020

,,ადამიანი გაზეთის სვეტში"

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს" წევრმა ლიზი ფიფიამ პანდემიურ გამოწვევას პოეზიით უპასუხა.

ლიზი წაგიკითხავთ ოთარ ჭილაძის პოემას ,,ადამიანი გაზეთის სვეტში".

მ ო უ ს მ ი ნ ე თ!




ტყის იდუმალი ცხოვრება





წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ეკოსამყარო" აგრძელებს პროექტს ,,ქართულად გახმოვანებული ვიდეოები".  ცოტე ქარდავამ თარგმნა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო ვიდერესურსი, რომელშიც საუბარია ტყის იდუმალ ცხოვრებასა და ეკოლოგიურ ბალანსზე, რომლის დარღვევა ერთადერთს, ადამიანს, შეუძლია. ვიდეოს ახმოვანებს ნინი ქარდავა.





,,ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო"

· 
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შემოგვთავაზა ვებინარი  ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  თემაზე “ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო’’.
ვებინარს უძღვებოდა ზურაბ გურიელიძე - პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით, თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორი.
ვებინარის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ბიომრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ასევე გაგვაცნო ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზების, მაგალითებისა და შედეგების შესახებ.
 ვებინარი გაიმართა 2020წლის  22 მაისს 16:00 სთ-ზე.
ვებინარს ესწრებოდნენ ეკოკლუბის ხელმძღვანელი ცოტნე ქარდავა და  მასწავლებელი ნინო გაბულდანი, რომელთაც  შემდეგ ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს" წევრებს ჩაუტარეს საუბარი, გააცნეს განხილული თემა და მოასმენინეს ვებინარის დასაწყისის ვიდეოჩანაწერი













Sunday, December 15, 2019

ეპიგენეტიკა - თარგმნილი კვლევა

ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს მთარგმნელთა ჯგუფმა ინგლისურიდან თარგმნა  კვლევა. კვლევა შეეხება პესტიციდების მავნებლობას.  აქვე გთავაზობთ სრულ ტექსტს.

პაულ ვინჩესტერის კვლევა


 ექიმმა პედიატრმა პაულ ვინჩესტერმა, როდესაც  2002 წელს  კოლორადოდან იდიანაში გადავიდა, შემაშფოთებელი რამ აღმოაჩინა, ეს იყო დიდი რაოდენობით თანდაყოლილ დეფექტი...
                  მე ხშირად ვხედავდი სხვადასხვა თანდაყოლილ დეფექტს კოლორადოს თემის საავადმყოფოში. უფრო მეტი აღმოჩნდა   ინდიანაში“ , - თქვა ვინჩესტერმა, რომელიც გახლდათ  წმინდა ფრანცისის საავადმყოფოს ნეონატალური და ინტენსიური ზრუნვის განყოფილების დირექტორი  ინდიანაპოლისში.
ვინჩესტერმა გადაწყვიტა,  თანდაყოლილი დეფექტების მიზეზი გამოეკვლია. მისი კვლევა მთლიანად კონცენტრირებული იყო ჰერბიციდ  ატრაზინზე, რომელიც ფართოდ გამოიყენება  ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი  აღმოჩენდა სასმელ წყალში.
ვინჩესტერმა და სხვა მკვლევრებმა, მათ შორის  მაიკლ სკინერმა (იგი იყო ბიოლოგიის პროფესორი ვაშინგტონის უნივერსიტეტის  რეპროდუქცული ბიოლოგიის ცენტრში), ჩაატარეს კვლევა იმის გასარკვევად, იყო თუ არა კავშირი აზატრინს, წყალსა და  თანდაყოლილ დეფექტებს შორის.
 კვლევამ აჩვენა, რომ ატრაზინი არის ენდოკრინული სისტემის  გამანადგურებელი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის ჰორმონალური სისტემა. ატრაზინი აკრძალული იყო ევროკავშირის მიერ, რადგან ის მიწისქვეშა წყლის დაზიანებას იწვევდა.
             ვინჩესტერმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ ატრაზინის კონცენტრაცია სასმელ წყალში მაისსა და ივნისში იყო ყველაზე დიდი რაოდენობით, როდესაც ფერმერები წამლავდნენ თავიანთ მინდვრებს ჰერბიციდით. მათ ასევე დაადგინეს, რომ თანდაყოლილი დეფექტების რიცხვი პიკს აღწევდა  ამავე თვეებში, რაც მჭიდრო კორელაციაზე მიუთითებდა.
             „ჩვენ განვიხილეთ წყლის კონცენტრაცია და თანდაყოლილი დეფექტები და ვნახეთ, რომ კავშირი აშკარა იყო“ , - ამბობს ვინჩესტერი კვლევაში, რომელიც დააფინანსა ვერბერის ფონდმა. იგი გამოქვეყნდა 2017 წელს Plos One-ზე.
              „ ეპიგენეტიკური ცვლილებები მომავალ თაობებში შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო, თუმცა ყველაზე შემაძრწუნებელი გახლდათ ის, რომ ატრაზინს აქვს ეპიგენეტიკური ეფექტები. ეპიგენეტიკა არის თეორია, რომლის მიხედვით ცხოვრების სტილი, კვება და პესტიციდები აზიანებს არამარტო ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ - მის   შთამომავლობასაც. ეპიგენეტიკის თანახმად, ადამიანის დნმ არის ცვალებადი. იგი შეიძლება შეიცვალოს სწორედ აღნიშნული ფაქტორების ჩარევით.
ეპიგენეტიკურ ცვლილებებს შეუძლია კვალი დატოვოს ემბრიონის დნმ-ზე დედის ფეხმძიმობის პერიოდში. ვინჩესტერის თქმით, თუ ეს კვალი დაფიქსირდა, აუცილებლად იმოქმედებს  მემკვიდრეობაზე.
,,ეპიგენეტიკა  ახალი კონცეფციაა, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. რთულია ამ უმნიშნელოვანესი კონცეფციის მიხედვით  საზოგადოების განსწავლა  და როცა ვამბობ საზოგადოებას, ამაში ჩემი კლინიკის კოლეგებსაც ვგულისხმობ“, - აღნიშნა ვინჩესტერმა.
ატრაზინის გამოკვლევისთვის ვინჩესტერის გუნდმა გამოიყენა სკინერის მოწინავე ტექნოლოგია, რათა გამოეკვლიათ ეპიგენეტიკური ცვლილებები რამდენიმე თაობის ვირთხებში, რომელთა დედების ორგანიზმშიც  ნაპოვნი იყო ატრაზინის კვალი.
არსებობს მოსაზრება, რომ   დაავადებების  ნაკლები რაოდენობა გამოჩნდება შემდეგ თაობებში, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა.  პათოლოგიებმა იმატება  ვირთხების შემდეგ თაობებში. პირველი თაობის ვირთხები, რომელთა დედების ორგანიზმი  ატრაზინს შეიცავდა, იწონიდნენ ჩვეულებრივზე ნაკლებს. მეორე თაობის ვირთხები - კიდევ უფრო ნაკლებს,  ამავე დროს აღენიშნებოდათ საკვერცხეების დაავადაბები და ძუძუს კიბო. ვირთხების მესამე თაობაში  კი   მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა, - აღნიშნა  ვინჩესტერმა.
ჩვენ ველოდით ვირთხების მესამე თაობას, რომელზეც პირდაპირ არ უმოქმედია ატრაზინს, რომ გაგვევგო, ეპიგენეტიკური ეფექტები მემკვიდრეობით გადავიდა თუ არა, რადგან არ არსებობდა მექანიზმი, ზემოქმედება, ტოქსიკურობა, რომლითაც ავხსნიდით დაავადებათა სიხშირეს მესამე თაობაში. ჩვენ დავადგინეთ, რომ მესამე თაობის 50%-ს აღენიშნებოდა უამრავი დაავადება: ემოციური და ფიზიკური პრობლემები, ჰიპერაქტიურობა, არაჯანსაღი სპერმა და ნაადრევი სქესობრივი  მომწიფება.
ადრინდელ კვლევებში სკინერმა დაადგინა, რომ ვირთხებში ფუნგიციდ ვინკლოზილინიც იწვევდა თანდაყოლილ დაავადებებს. მან სულ 20 ქიმიკატი დატესტა და დაადგინა, რომ ყველა იძლეოდა ეპიგენეტიკურ ეფექტს., - აღნიშნა ვინჩესტერმა.
”ჩემთვის ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ თითქმის ყველა დატესტილემა ქიმიურმა ნივთიერებამ, მათ შორის ატრაზინმაც, შეამცირა ნაყოფიერება შთამომავლობის მესამე თაობაში.”
ვინჩესტერმა კავშირს   პესტიციდებსა და ეპიგენეტიკურ ცვლილებებს შორის, რომელთაც დაავადებებამდე მივყავართ, უწოდა ,,ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მსოფლიო მედიცინაში“.
მან ასევე აღნიშნა: რისი გაგებაც ჩვენ შეგვიძლია გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად უფროსების  ყველა დაავადება, რომლებიც არსებობენ, დაკავშირებულა  ეპიგენეტიკურ წარმომავლობასთან.
მეტი გამოკვლევა უნდა გაკეთდეს ეპიგენეტიკურ ეფექტებსა და დაავადებებს შორის კავშირზე, მაგრამ, ვინჩესტერის თქმით, შეზღუდულია დაფინანსება ასეთი კვლევისთვის.
ძალიან მნიშნელოვანია იმის გაგება, საიდან იღებს სათავეს დაავადება. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რომელია საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერება. მედიცინაში არ შეიძლება ნებისმიერს მივცეთ ნარკოტიკი. ამისთვის ადამიანმა უამრავი კვლევა უნდა ჩაიტაროს.  ქიმიურ ნივთიერებებს კი მსგავსი არაფერი არ ჩატარებია. ჩვენ შევისწავლეთ უკანასკნელი 70 წლის კვლევები და  არ აღმოჩნდა არცერთი, რომელიც მრავალ თაობაზე იქნებოდა ორიენტირებული.
ვინჩესტერის  თანაავტორობით განხორციელდა კვლევა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში  “Environmental Health-ში”. კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალურ ინდიანაში ორსულ ქალთა 93%-ის შარდი   ჰერბიციდ გლიფოსატს შეიცავდა. გამოვლენილი გლიფოსატის დონეები  იწვევდა  მოკლე ორსულობას. კვლევა ისევ და ისევ შემაშფოთებელია შესაძლო ეპიგენეტიკური ეფექტების გამო, რომლებიც შეიძლება გადაეცეს მომავალ თაობებს.
„ჩვენ აშშ-ში პირველი მკვლევარები ვართ, რომლებმაც ვაუწყეთ საზოგადოებას, რომ  თუ კი ნაყოფში აღმოჩნდება გლიფოსატის ანაბეჭდები, პრაქტიკულად  დედაც  მისი მატარებელია“, - თქვა ვინჩესტერმა.
ვინჩესტერმა და მისმა გუნდმა ყურადღება გაამახვილეს ატრაზინსა და გლიფოსატზე, რადგან  აშშ-ში ყველაზე ხშირად იყენებდნენ ამ პესტიციდებს:  „ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რის გამოც აღნიშნული პესტიციდები იქნა შერჩეული. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ხშირად გვხვდება ისინი ორსულ ქალებში და  გაოგნებულები დავრჩით“.
 ვინჩესტერის გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ გლიფოსატის შესახებ კვლევამ რეაქცია არ გამოიწვია..
 გლიფოსატი  შეიმჩნევა ყველა ორსულ ქალბატონში აშშ-ში გარდა 7%- ისა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა სიახლე, თუმცა ბიზნესს მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა. ერთადერთი რამ, რასაც კომპანიები ამტკიცებენ არის ის, რომ პესტიციდი არ გკლავს შენ, თუნდაც მიიღო გადაჭარბებული დოზით.
 ვინჩესტერი ხედავს კატასტროფულ შედეგს, რომელიც გამოწვეულია პესტიციდების მიერ  ეპიგენეტიკური დაზიანებით.
 „ ყველა ქიმიკატი, რომელიც დატესტილია ამ დრომდე, აჩვენებს, რომ ის იწვევს უნაყოფობას. ჩვენ ვართ ყველაზე დაბალ დონეზე სამრეწველო ქვეყნებიდან. პესტიციდებმა შეიძლება გამოიწვიოს ყველა სახეობის ორგანიზმის გაქრობა.
ვინჩესტერი ადანაშაულებს აშშ-ს გარემოსდაცვით სააგენტოს, რომელიც  ყურადღებას არ აქცევს   ეპიგენეტიკის ანუ თაობების განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემას და არ რეაგირებს ქიმიკატების მწარმოებელი ისეთი კომპანიის წინააღმდეგ,   როგორიცაა „მონსანტო“.
            კომპანიას  შეუძლიათ გაყიდოს ყველა ნივთიერება, მაგრამ თუ ის ჩემს ორგანიზმში აღწევს,  უნდა გადაიხადოს ამისთვის. მინდა ვიცოდე ცვლის თუ არა  ჩანასახის დნმ-ს   ქიმიკატები.  მე მაქვს უფლება ამ კითხვაზე პასუხი გამცენ.   75 წლით მოცდა მოგვიწევს, რომ გავარკვიოთ ჩვენი შვილიშვილები დაავადდებიან თუ არა? ჩემი აზრით,  ვინმეს მოუწევს გადაიხადოს. უმჯობესია ამისთვის შეიქმნას ფონდი და ვინმე დაისაჯოს. მე არ ვფიქრობ, რომ  EPA და „მონსანტო“. თავისით წავლენ.
 ვინჩესტერს მოჰყავს უძველესი გამონათქვამი თანამედროვე კრიზისთან დაკავშირებით: „ ბიბლიაში ნათქვამია, რომ მამის ცოდვები წამოეწვევა  შთამომავლობას. როგორც ჩანს. ეს სიმართლეა...“

Thursday, December 12, 2019

საინფორმაციო ბუკლეტები გლობალურ დათბობაზე

მოგეხსენებათ, გლობალური დათბობა გლობალური პრობლემაა, თუმცა საზოგადოებას საფრთხეების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს. ეკოკლუბელებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა საინფორმაციო ბუკლეტები და მოსახლეობისთვის დაგვერიგებინა. აქტივობა განხორციელდა 2019 წლის 12 დეკემბერს. საზოგადოების წევრები გვეკითხებოდნენ, ჩვენ რა შეგვიძლიაო. მომავალში შევეცდებით ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ და მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რომ ჩვენ, ყველამ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვატაროთ.
განხორციელებული აქტივობით ვეხმიანებით გაეროს მდგრადი განვითარების მე-13 მიზანს.






Monday, November 25, 2019

ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს“ სამოქმედო გეგმა

ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს“  სამოქმედო გეგმა
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის N2 საჯარო სკოლა

სამოქმედო გეგმის შემუშავების თარიღი:     1 /10/2019 წ.
სამოქმედო გეგმის  ავტორები: მაგ: მასწავლებლისა და ეკოკლუბის წევრების სახელები და გვარები

საკითხი/თემა
აქტივობა/ღონისძიება
მიზანი/შეფასების კრიტერიუმი
დროის ჩარჩო
პასუხისმგებელი პირი
მიღწეული შედეგი
ჯანმრთელობა
სემინარი
1) მოზარდებმა ისწავლონ სხეულის ენის მოსმენა;

2) მანდალების შექმნა.

შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზანს #3
30. 09. 2019
ეკოკლუბის წევრი/წევრები
ანი ჯინჯოლავა




გლობალური დათბობა





საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება

ბუკლეტების დარიგება თემში

წინასწარ მომზადებული კითხვარის შევსება
მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება

კითხვარის შევსება
შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზანს # 13







7-11 ოქტომბერი, 2019




ეკოკლუბის წევრი/წევრები
ცოტნე ქარდავა
თამთა ციმინტია


ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს“ დ ე ბ უ ლ ე ბ ა


კლუბის   წესდება
 ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს“
       
დამტკიცებულიასსიპ წალენჯიხის რაიონის საჯარო სკოლის
ბრძანებით N 5   (26.09.2019წ.)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის
დებულება
2019წ.
       
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ეკოკლუბ ,,ეკოსამყაროს’’
ძირითად პრინციპებსსაქმიანობის მიმართულებებსკლუბის ლიდერისკურატორისწევრის უფლება-მოვალეობებსასევე ეკოკლუბის  საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
ეკოკლუბი შეიქმნა CENN-ის მიერ , გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად ნიკო კეცხოველის 2020 წლის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული სასკოლო კონკურსის ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეკოკლუბი დარეგისტრირდა პორტალზე forestry.ge
მუხლი2. ეკოკლუბის მიზნები
·       გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა;
·     მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თემში;
·     გარემოსდაცვითი და სათემო ინიციატივებისა და პროექტების მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის, ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლასა და ადგილობრივ საზოგადოებაში;
·    სათემო განვითარების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, იდეების ინკუბაცია        სათემო და კერძო ინიციატივებისათვის;
    ·   ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი რესურესების მდგრადი მართვის, სათემო განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში;
·   ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
·          დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება;
·        მოსწავლეების, პედაგოგებისა და თემის გაძლიერება გარემოსდაცვითი საკითხების კვლევასა და ადვოკატირებაში.


მუხლი 3. ეკოკლუბის ფუნქციები
§  1.სკოლაში  სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება.
§  2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე გარემოსდაცვითი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
§  3.მოსწავლეების ჩართვა გარემოსდაცვითი განათლების მიღების პროცესში
§  4.მოსწავლეების მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორცელებაშეხვედრებისკონფერენციების, ტრენინგების  ორგანიზება და ჩატარება
§  5. საკონკურსო თემატიკის შესაბამისად მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში ,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობა’’
მუხლი 4. ეკოკლუბის  წევრობა
         1. ეკოკლუბის  წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლერომელიც
გამოთქვამს გაწევრიანების სურვილსიზიარებს ეკოკლუბის მიზნებსწარმოადგენს
საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს ეკოკლუბის საქმიანობის ეფექტურად
წარმართვის მიზნით;
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება
იყოს სხვა კლუბის წევრიც.
3. ეკოკლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია
·         წარმოადგინოს საკუთარი ხედვამოსაზრება გარემოსდაცვით საკითხებთან  დაკავშირებით.
·         მოამზადოს საინტერესო პროექტიგამოიჩინოს ინიციატივა.
ეკოკლუბის  წევრს უფლება აქვს:
მონაწილეობდეს სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაში
მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
ფლობდეს ინფორმაციას კლუბის ლიდერის ან კურატორისგან ეკოკლუბის საქმიანობის შესახებ.
ისარგებლოს კლუბის  სახელით საჭიროების შემთხვევაში
ეკოკლუბის  წევრი მოვალეა:
დაიცვას ეკოკლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
გაუფრთხილდეს ეკოკლუბის ღირსებას და ავტორიტეტს.
აქტიური მონაწილეობა მიიღოს ეკოკლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და
საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მუხლი 5. ეკოკლუბის  ლიდერი
ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე,მისი კანდიდატურის
წამოყენების უფლება აქვთ ეკოკლუბის ხელმძღვანელსა და წევრებსლიდერის
უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი ლიდერის
არჩევამდე.
ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურადშესაძლებელია კონკურსის
საფუძველზეც.
ეკოკლუბის ლიდერი:
წარმართავს საქმიანობას
უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებსშეხვედრებს
წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას
ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებსწინადადებებს
წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს
თანამშრომლობდეს სკოლის ადმინისტრაციასთანპედაგოგებთან
უზრუნველყოფდეს სტუმრების მოწვევისშეხვედრებისღონისძიებებისა და
აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.
თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადოს ანგარიშიდაურთოს
ფოტომასალას და წარუდგინოს ეკოკლუბის  ხელმძღვანელს (კურატორს).
ეკოლკლუბის  ხელმძღვანელობა
კლუბს  ხელმძღვანელობს პედაგოგინინო გაბულდანი
კათედრის ერთ-ერთი წევრირომელიც ირჩევა კათედრის სხდომაზე ყოველი
სასწავლო წლის დასაწყისში.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და ხელს უწყობს კლუბის  მუშაობას.
ზრუნავს კლუბის საქმიანობის ეფექტური მუშაობისა და წახალისებისათვის.
ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი
ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს და საზაფხულო არდადეგებს
ეკოკლუბი  იკრიბება კვირაში  ერთხელწინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვითასევე საჭიროებისამებრ.
ეკოკლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,
საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათკვირას.







ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020
მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის 2020 წლის  ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად აქტიურად იმუშავებს მდგრადი განვითარების 1-ლი,მე-4,მე-5,მე-6,მე-9,მე-12,
მე-13,მე-15,მე-16 და მე-17 მიზნის შესაბამისად.
 ეკო კლუბის საქმინობის მიზნები  და ამოცანები განისაზღვრა შემდეგი სახით:
გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა
·        მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თემში
·        გარემოსდაცვითი და სათემო ინიციატივების და პროექტების მართვისდოკუმენტაციის წარმოებისწერისვიზუალიზაციისკომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლასა და ადგილობრივ საზოგადოებაში
სათემო განვითარების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობაიდეების ინკუბაცია სათემო 
 კერძო ინიციატივებისათვის
·        ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი რესურესების მდგრადი მართვისსათემო განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში
·        ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება
დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება
·        მოსწავლეებისპედაგოგებისა და თემის გაძლიერება გარემოსდაცვითი საკითხების კვლევასა და ადვოკატირებაში
თემის საჭიროების გამოვლენა და თემის ახალგაზრდებთან ერთად მისი გადაჭრის გზების ძიება.პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული აქტივობების განხორციელება.




















საინფორმაციო ბუკლეტები გლობალურ დათბობაზე

,,ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო"

·   გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შემოგვთავაზა ვებინარი  ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  თემა...